YOUTUBE-მა R.KELLY-ს ორი მუსიკალური არხი დაბლოკა

Pitchfork

Youtube-მა არენბი შემსრულებლის, R.Kelly-ს ორი ოფიციალური არხი დაბლოკა. 

მომღერალს მიმდინარე სასამართლო საქმე აქვს, 27 სექტემბერს არკელი ფედერალურმა ჟიურიმ ტერფიკინგსა და რეკეტში დამნაშავედ სცნო. 

2019 წელს ჩიკაგოს პოლიციამ არ კელი დააკავა. გამოძალვის ბრალდება ყველაზე მსუბუქია, იმ ჩამონათვალში, რომელიც მუსიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ წარადგინა. მას სექსუალურ ძალადობაში, სექსუალურ თავდასხმაში, გაუპატიურებაში, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში, გამოძალვაში, მოტაცებაში, საბავშვო პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობაში და საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მოწმის ჩვენების თანახმად R.Kelly-მ ასევე არასრულწლოვან რეპერზე, Alliyah-ზეც სექსუალურად იძალადა

სასამართლო პროცესი გრძელდება, თუ რა სასჯელს გამოუტანს სასამართლო მომღერალს 2022 წლის 4 ივლისს გახდება ცნობილი.

საბოლოო განაჩენის გამოტანამდე R.Kelly წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

მომღერლისთვის წარდგენილი ბრალდებების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

კომენტარები