ბელარუსი

ბელარუსში TUT.BY-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ "მტრობის გაღვივებისთვის" საქმე აღძრეს

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა გამოცემა Tut.by-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ "მტრობის ან განხეთქილების გაღვივებისთვის" საქმე აღძრა.

უწყება არ აზუსტებს, უშუალოდ ვინ არის საქმის ფიგურანტი, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში საქმეზე სასჯელი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

Tut.by ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი მედიაა, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონერებს. 2020 წლის მაისში მედიის საიტი დაბლოკეს და ოფისები გაჩხრიკეს. სამართალდამცველებმა ასევე დაიწყო გამოცემის თანამშრომლების სახლების ჩხრეკა. Tut.by-ის ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გადასახადების გადაუხდელობისთვის აღძრეს. საქმეზე გამოცემასთან დაკავშირებული 15 ადამიანი დააკავეს, მათ შორის Tut.by-ის გენერალური დირექტორი ლუდმილა ჩეკინა, მთავარი ბუღალტერი ანჟელა ასადი და მთავარი რედაქტორი მარინა ზოლოტოვა.

ივლისში Tut.by-ის გუნდის ყოფილმა წევრებმა ახალი მედია Zerkalo.io დაარსეს. ერთ თვეში მინსკის სასამართლომ Tut.by-ის და Zerkalo.io-ს საიტები და სოციალური მედიის ანგარიშები ექსტრემისტულად გამოაცხადა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ლუკაშენკოს მორიგ გამარჯვებას აპროტესტებდა. საპროტესტო აქციების შემდეგ ბელარუსში მედიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მასობრივად ხურავენ.

სოციალურ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ივლისის დასაწყისიდან დაწყებული რეიდების შემდეგ, მთავრობამ ჯამში 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა. რეიდები მოეწყო რამდენიმე ბელარუსულ მედიაში ნაშა ნივაბრესტის გაზეთი და Intex-Press-ში. გამოცემა Belsat-ის საიტი და სოციალური მედიის ანგარიშები ექსტრემისტულად გამოცხადდა.

კომენტარები