NATO-რუსეთი

RFE/RL​: NATO-მ ალიანსში რუსეთის წარმომადგენლობა გაანახევრა

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-მ ალიანსში რუსეთის წარმომადგენლობა გაანახევრა და მისიის 8 წევრი გააძევა. ალიანსმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ მისიის წევრები რუსეთის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ. ინფორმაცია NATO-ს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის რედაქტორს რიკარდ იოზვიაკს დაუდასტურა.

"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ NATO-ში რუსეთის მისიის 8 წევრის აკრედიტაცია შევაჩერეთ, ისინი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის არადეკლარირებული ოფიცრები იყვნენ. ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ალიანსში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობა შევამცირეთ 10-მდე. რუსეთის მიმართ NATO-ს პოლიტიკა რჩება თანმიმდევრული. ჩვენ გავაძლიერეთ შეკავება და თავდაცვა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ და ამავდროულად ღია ვართ დიალოგისთვის." – ამბობს NATO-ს წარმომადგენელი.

ალისნაის გადაწყვეტილებას კრემლი ოფიციალურად ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა დუმის საერთაშორისო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის თქმით, რუსეთი მიიღებს საპასუხო ზომებს, რომლებიც "აუცილებად სიმეტრიული" არ იქნება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დასავლურ ქვეყნებსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია. აშშ-ს რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის დიპლომატიური მისიის შემცირებას სთხოვენ. რისი მიზეზიც აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანის შემდეგ რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის შემცირებაა. მოსკოვში ახლა მხოლოდ ასიოდე ამერიკელი დიპლომატია, როდესაც ვაშინგტონში 400-მდე რუსი დიპლომატი მუშაობს

კომენტარები