2022 წლის ბიუჯეტი

2022 წლის საქართველოს ბიუჯეტი 1 მლრდ ლარით მცირდება

ტაბულა

2022 წლის პროექტის მიხედვით, საქართველოს სახლემწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით, 1 მლრდ ლარით (1 055.5 მლნ) მცირდება და ასიგნებების მოცულობა 18 მლრდ 44 მლნ-ს შეადგენს (18 443.3 მლნ). 

როგორც განმარტებით ბარათში წერია, შემცირება 2 ფაქტორითაა განპირობებული: მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები და აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები.

"აღნიშნული შემცირება გამოწვეულია 2 ძირითადი ფაქტორით, კერძოდ 2022 წელს მნიშვნელოვნად (850,0 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები (1 713,2 მლნ ლარი)", - წერია განმარტებით ბარათში.

310 მილიონით მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების დაფინანსებაც და 500 მლნ-ით განისაზღვრება.

მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კი 276.6 მლნ ლარით მცირდება და 1 733.9 მლნ-ს შეადგენს. განმარტებითი ბარათის თანახმად, შემცირება გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების საპროგნოზო მოცულობების შემცირებით.

2021 წლის ბიუჯეტი 19 498.7 მლნ ლარია. 

კომენტარები