კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 800 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.31%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 485 პაციენტი.  

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8.31%-ია, ბოლო 7 დღის -  5.16%, ბოლო 14 დღის - 5.51%.  

2 800 ახალი შემთხვევიდან თბილისში 882 დადასტურდა, იმერეთში - 572, კახეთში - 409, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 260, ქვემო ქართლში - 174, აჭარაში - 103, მცხეთა-მთიანეთში - 77, სამცხე-ჯავახეთში - 66, გურიაში - 60, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 44.         

947 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 339 მკურნალობს, აჭარაში - 108, იმერეთში - 270. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  260 ადამიანია,  მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 33, იმერეთში - 26.

5 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 621 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 593 153 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 110 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 19 131 აქტიური შემთხვევაა. 


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები