Facebook

Facebook-ის გათიშვის გამო მარკ ზაკერბერგის ქონება $7 მილიარდით შემცირდა

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი
Financial Times  

FORBES-ის ინფორმაციით, FACEBOOK-ის შემქმნელის, მარკ ზაკერბერგის ქონება თითქმის 7 მილიარდი დოლარით შემცირდა. საიტის გათიშვის გამო მისმა აქციებმა 5%-ით იკლო. 

უკვე 4 საათია, რაც FACEBOOK-ი, WHATSAPP-ი, INSTAGRAM-ი, MESSENGER-ი გათიშულია. ყველა სერვისს ერთი კომპანია Facebook-ი ფლობს.

Facebook-ის საიტზე შესული მომხმარებლები სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზის შესახებ შეტყობინებას ხედავენ. WhatsApp-ის და Messenger-ის აპლიკაციები იხსნება, თუმცა მომხმარებლები ახალი შეტყობინებების გაგზავნას და მიღებას ვერ ახერხებ. არ მუშაობს Instagram-ის აპლიკაცია და საიტიც.

როგორც Twitter-ის მომხმარებლები წერენ, Facebook-ის სოციალურ ქსელის პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაშია.

Facebook-ი სოციალური ქსელის პრობლემებს Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებზე წვდომის პრობლემა. ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. ბოდიშს ვიხდით შეფერხებისთვის." - ნათქვამია Facebook-ს განცხადებაში.

კომენტარები