Facebook

Facebook-ზე არსებული შეცდომის გამო, მილიონობით ადამიანი გამომწერებს კარგავს

ბოლო 12 საათის განმავლობაში, Facebook-ზე არსებული შეცდომის გამო, მილიონობით ადამიანი გამომწერებს კარგავს.

აღნიშნული პრობლემა Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ზაკერბერგსაც შეეხო, რომელსაც 120 მილიონი გამომწერიდან 9993 დარჩა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ხარვეზი ყალბი მიმდევრების ამოწურვის შედეგია, რითაც ჩნდება კითხვა, იყო თუ არა მარკ ზაკერბერგის ყველა გამომწერი ყალბი.

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ყალბი ანგარიშის წაშლა Facebook-ზე. ეს მოიცავს ანგარიშებს, რომლებიც შექმნილია ჩვენი წესების დარღვევის მიზნით და პერსონალური პროფილები, რომლებიც შექმნილია ბიზნესის, ორგანიზაციის ან ინდივიდების წარმოსადგენად". - ინფრომაცია Facebook-ის გამჭვირვალობის ცენტრის გვერდებზე ვრცელდება.

კომენტარები