სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
რაც შეეხება იმიგრანტებს, მათი რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცია.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9% და ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობა იყო (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი). საქსტატი იქვე აღნიშნავს, რომ "2023 წელს, იმიგრანტების 44.6%-ს, ხოლო ემიგრანტების 66.7%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ".
2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 694 600 ადამიანია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).