Facebook

FACEBOOK-ი, WHATSAPP-ი, INSTAGRAM-ი, MESSENGER-ი გაითიშა

Facebook-ი, Messenger-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი გაითიშა. ჯერჯერობით უცნობია რა არის შეფერხების მიზეზი. ყველა სერვისს ერთი კომპანია Facebook-ი ფლობს.

Facebook-ის საიტზე შესული მომხმარებლები სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზის შესახებ შეტყობინებას ხედავენ. WhatsApp-ის და Messenger-ის აპლიკაციები იხსნება, თუმცა მომხმარებლები ახალი შეტყობინებების გაგზავნას და მიღებას ვერ ახერხებ. არ მუშაობს Instagram-ის აპლიკაცია და საიტიც.

როგორც Twitter-ის მომხმარებლები წერენ, Facebook-ის სოციალურ ქსელის პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაშია.

Facebook-ი სოციალური ქსელის პრობლემებს Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებზე წვდომის პრობლემა. ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. ბოდიშს ვიხდით შეფერხებისთვის." - ნათქვამია Facebook-ს განცხადებაში.

კომენტარები