არჩევნები 2021

პრემიერი ოპოზიციაზე: რა უხარიათ ამ საცოდავებს, მართლა ძალიან მიკვირს

რა უხარიათ ამ, უკაცრავად, საცოდავებს, მართლა ძალიან მიკვირს... მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ მე ვახსენე წეღან, მოღალატე დაგვიჯდა მეთქი 8-10%, 8-9%, 7-8%, დაახლოებით. იქაც, რომ არ ყოფილიყო ეს დაბნეულობა, რომელიც მაინც ჩანს ჯერ კიდევ იყო გახარიას შემთხვევაში და ბევრი შეაცდინა ჩვენი ამომრჩეველი, ბევრს ეგონა, რომ ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი 2 და მაინც ბევრი ადამიანი შეიძლება, ბევრი როგორ, 6-7%, რაც დაჯდა რეგიონებში, ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ ჩვენი კანდიდატები ამ ოც მუნიციპალიტეტში ვერ გავიდნენ პირველივე ტურში. ღრმად ვარ დარწმუნებული, იმიტომ, რომ ამის ანალიზი გავაკეთეთ ჩვენ უკვე, რომ არ ყოფილიყო ეს ღალატის ისტორია, ჩვენ პირველივე ტურში, შეიძლება ყველგან პირველივე ტურში დაგვემთავრებინა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TV იმედის ეთერში. ცესკოს პირველადი მონაცემების მიხედვით, 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – მეორე ტურები გაიმართება. მათგან სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში – პირველ ადგილზე ოპოზიციის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები არიან. თვითმმართველი ქალაქების გარდა, მეორე ტურები გაიმართება 15 თვითმმართველ თემშიც.

კომენტარები