არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: ღალატი 7-8% დაგვიჯდა, ნაცმოძრაობას სააკაშვილის ჩამოსვლა დაეხმარა

43% გახსოვთ, რომ იყო მუდმივად სპეკულირების საგანი. აღმოჩნდა, რომ ჩვენ არათუ 43%, არამედ 47% ავიღეთ. დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ჩვენ ვნახეთ, რომ ღალატი დაგვიჯდა, დაახლოებით, 7-8%, გახარიას პარტიას ვგულისხმობ. ამას გარდა, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის შემოსვლა, ასევე, ჩვენი დაკვირვებით და ანალიზით დაეხმარა ნაცმოძრაობას, რამდენიმე პროცენტი მიემატა - 7-8% მათაც დაემატათ.  

ამ ყველაფრის ფონზე 47%-ის აღება და 44 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება სერიოზული მიღწევა და ღირსეული გამარჯვებაა.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედის ეთერში თვითმმართველობის აჩევნებზე საუბრისას. ცესკოს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.68% აიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ - 30.70%, პარტიამ საქართველოსთვის კი - 7.80%

კომენტარები