ბათუმში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გიორგი კირთაძეს 41.97% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს კი - 41.08%.
რაც შეეხება ნაციონალურ შედეგებს, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 3 743 უბნიდან 3 740 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც 99.92%-ს შეადგენს.
პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად განადაწილდა:
- ქართული ოცნება - 46.65%;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30.7%;
- გახარია-საქართველოსთვის - 7.79%
- ლელო - 2.71%
- ევროპული საქართველო - 1.66%;
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1.46%
- ლეიბორისტული პარტია - 1.38%
- გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.44%
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021