არჩევნები 2021

კობახიძე: საზოგადოებას ვპირდებით, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს

არის რამდენიმე, სამი შემთხვევაა, სადაც გაიმარჯვეს ოპოზიციის კანდიდანტებმა, თუმცა, იქაც, ცალსახად შეიზლება ითქვას, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად მოვიგებთ. სხვა შემთხვევებში, არის ძალიან დიდი უპირატესობა, როგორც თბილისში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენს კანდიდატებსა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს. საზოგადოებვას დავპირდით, რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად მოიგებდა ამ არჩევნებს.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ ეტაპზე დათვლილი აქვს ხმების 48.73%: ქართული ოცნება – 47.6%, ენმ – 31.22%.

კომენტარები