არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: არსებული მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად ვიმარჯვებთ

დღეს ნაციონალური მოძრაობა მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. არსებული მონაცემებით, ამ მომენტისთვის, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიპილიტეტში, მაგრამ მთავარი არის თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიცრუესა და სიძულვილზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ ამ არჩევნებში გადამწყვეტი მარცხი განიცადოს. მეგობრებო, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ დაიმსახუროს პოლიტიკურმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ. 

შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024-წლამდე, სულ რაღაც 3 საათი გვაშორებს საბოლოო გამარჯვებამდე. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

კომენტარები