არჩევნები 2021

ნონიაშვილი: ჩუღურეთში საარჩევნო უბანთან დადის სუს-ის მანქანა, შეინიშნებიან კრიმინალები

ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

ევროპული საქართველოს ლიდერი და ოპოზიციის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთში გიორგი ნონიაშვილი საარჩევნო უბანზე დარღვევის ფაქტებს ავცელებს.

მისი ინფორმაციით, ჩუღურეთის 24-ე უბანთან ახლოს მოძრაობს სუს-ის საშვიანი მანქანა, მისივე ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულია ე.წ. კრიმინალური სამყარო.

"ჩუღურეთის 24-ე უბანზე უპრენცენდენტო დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა, უბანთან ახლოს მოძრაობდა სუს-ის საშვიანი მანქანა, რომელიც დამკვირვებლების დანახვაზე გაიქცა, ასევე აღსანიშნავია კრიმინალების თავშეყრის ადგილი სადაც ვინმე მერცხალას სახელს ახსენებდნენ და ამომრჩევლების მიმართ შანტაჟის და მუქარის შემცველი რეპლიკებით გამოირჩეოდნენ, დამკვირვებლების მოსვლამდე კი მოვიდა შეტყობინება ფულის დარიგების თაობაზე". - წერს ნონიაშვილი.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021.

კომენტარები