არჩევნები 2021

კალაძე: თბილისში 4 წელში გაკეთებული საქმეები ჩვენი გამარჯვების მყარი საფუძველია

დარწმუნებული ვართ, ჩვენს მიერ 4 წლის მანძილზე გაკეთებული და შემდეგი 4 წლის მანძილზე გასაკეთებელი საქმეები გახდება თბილისში ჩვენი გუნდის გამარჯვების ძალიან მყარი საფუძველი.

ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნებს აქვს სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა. გვესმის, რომ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები ჩამოშლილი არიან. თუმცა, ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება. დღეს, ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში.

ამბობს დედაქალაქის მოქმედი მერი და ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე. 

კომენტარები