არჩევნები 2021

მელია: ხვალ შემოვხაზოთ ნებისმიერი 41-ის გარდა, ყოველი ჩვენგანი შედის ქვეყნის ისტორიაში

ჩვენ მივდივართ, რომ გავიმარჯვოთ და არა ვინმე დავამარცხოთ! გავიმარჯვოთ ჩვენი სამშობლოს, თითოეული ჩვენგანის და ყველას საერთო გამარჯვების მოსაპოვებლად! ამაში, არც მოუცლელობა, არც უამინდობა, არც სიზარმაცე, არც რაიმე სხვა მიზეზი არ შეგვიშლის ხელს! რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის უამინდობა! რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის მოუცლელობა! რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის გულგრილობა! რადგან სამშობლოს სიყვარულის და დაცვის გზაზე პატრიოტი მოქალაქეები არასდროს ისვენებენ! ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების, დედების, მამების, დების, ძმების ნათელი მომავალის მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობით გადაწყვეტის ფუფუნებას ისტორია ყოველთვის არ იძლევა! დიახ, ერთი ხელის მოძრაობით, ანუ ნებისმიერის შემოხაზვით 41-ის გარდა, ხვალ, ყოველი ჩვენგანი, პირადად, შედის ქვეყნის ისტორიაში! დადგა დრო გამარჯვების! და ამ გამარჯვებას ჩვენ მოვიტანთ ხვალ!

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ და ოპოზიციის საერთო თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

კომენტარები