კინო

CAVEA-ს ახალი სარეკლამო კამპანია: ჯეიმს ბონდი და ვენომი თბილისის მაჟორიტარები არიან

Befunky

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ქალაქში ახალი კანდიდატების პოსტერები გამოჩნდა. თბილისის საკრებულოში ადგილებისთვის ჯეიმს ბონდი და ედი ბროკი იგივე ვენომი მიიღებენ მონაწილეობას. სახუმარო პოსტერები კინოთეატრების ქსელ Cavea-ს ეკუთვნის. ბონდის 25-ე ფილმი, ვენომის გაგრძელება, დიუნი და სხვა ფილმები ქართულ კინოდარბაზებში ოქტომბერში გამოვა.

 

კომენტარები