თუკი ვინმემ საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, თქვენ თვითონ თქვით, რომ დააკავეს და მომავალშიც ასე მოხდება, ვინც სახელმწიფო საზღვარს დაარღვევს, ყველა იქნება დაკავებული, განსაკუთრებით ის სუბიექტები, რომელთა მიმართაც არის სისხლის სამართლის საქმეებზე კონკრეტული განაჩენი დამდგარი, ამიტომ ზემდეტ ეიფორიას არ გირჩევთ, ეს იქნება რამდენიმე საათიანი აჟიოტაჟი და ხვალ, ძალიან მალე, ეს არჩევნებიც დასრულდება და როგორც უკვე ვთქვი, ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას ჩვენი ხელისუფლების პირობებში და მეორეს მხრივ, დამთავრდება ამ მოდელირებული ქრონიკების, გამარჯვებების შექმნა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.
[...] სააკაშვილი და ვარშალომიძე ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი ქეიფი და დღეს ითხოვეს, რომ გვაცადეთ, ცოტა მოგვიანებით ჩაგბარდებითო.