ნიკა გვარამია

სუს: არსებობს გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის რეალური საფრთხე, ერთი სხვა ჟურნალისტისაც

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის ბაჩა მგელაძის თქმით, შესაძლოა არსებობდეს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის რეალური საფრთხე. მისივე თქმით, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნიკა გვარამია დაიბარეს და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცეს.

"კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლევლობის მომზადების ფაქტზე, შეაბამისად, გამოძიების ფარგლებში, ჩვენ მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით". – თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ.

კომენტარები