აშშ-რუსეთი

Russia Today-ს არხის წაშლის გამო, რუსეთი YouTube-ს აკრძალვით ემუქრება

ვლადიმირ პუტინი

სამომხმარებლო წესდების დარღვევისა და COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოების გამო, YouTube-მა რუსული პროპაგანდისტული სახელმწიფო მედია პლატფორმის, Russia Today-ს გერმანულენოვანი არხი წაშალა

კომპანია Google-ის გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებად შეაფასა და YouTube-ი ინტერნეტ-ცენზურის დაწესებაში დაადანაშაულა. 

სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის მედიის მონიტორინგის სამსახური, როსკომნადზორი, რომელიც YouTube-ს ქვეყნის მასშტაბით აკრძალვით დაემუქრა

Politico-ს ცნობით, რუსეთის მარეგულირებელი ორგანო მოითხოვს, რომ ვიდეო პლატფორმამ RT-ის გერმანულენოვანი არხი დაუყოვნებლივ აღადგინოს და გამოცემის შეზღუდვა შეწყვიტოს. 

"საქმე გვაქვს უპრეცედენტო საინფორმაციო აგრესიასთან და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან". – განმარტავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

YouTube-ის წარმომადგენლობის განმარტებით, RT არღვევდა სამომხმარებლო წესდებას და აქვეყნებდა ისეთ ვიდეომასალას, რომელიც შეიცავდა ცრუ ინფორმაციას ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ RT აშშ-ის ე.წ. შავს სიაშია და 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტი გამოცემის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

კომენტარები