აშშ-რუსეთი

აშშ-ს 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი

აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ 316 ხმით მიიღო 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

დოკუმენტის თანახმად, ამერიკელ ინვესტორებსა და საფინანსო ინსტიტუტებს რუსული სახელმწიფო ობლიგაციებით მეორეულ ბაზარზე ვაჭრობა აეკრძალებათ.

ამჟამად მოქმედი რეგულაცია მხოლოდ ობლიგაციების პირდაპირ შესყიდვაზე ვრცელდება, რომელსაც ინვესტორები გადაყიდვის საშუალებით თავს არიდებენ. ახალი კანონი მიზნად ისახავს ამ პრობლემის გადაჭრას. 

გარდა ამისა, კანონპროექტი კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დადანაშაულებული 35 რუსი მაღალჩინოსნისა და ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. 

ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ: რუსი მილიარდერები, რომან აბრამოვიჩი, ოლეგ დერიპასკა და ალიშერ უსმანოვი. ასევე, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები, ალექსეი მილიერი და იგორ სეჩინი. მაღალჩინოსნებიდან – დმიტრი პესკოვი და სერგეი სობიანინი. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდება RT-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს. 

ამჟამად თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 778 მილიარდი დოლარია, თუმცა ის დასრულებულ სახეს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც პროექტის საკუთარ ვარიანტს სენატი წარმოადგენს და მას ორივე პალატა დაამტკიცებს. საბოლოოდ, დასრულებული დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. 
 

კომენტარები