თბილისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი დროებითი ღობიდან ევროპული საქართველოს იმ პლაკატებს ხევდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიამსგავსა. თამარ ჩერგოლეიშვილის მისვლის შემდეგ, ის გაიქცა და მანქანა შუა ქუჩაში მიატოვა.
ევროპულმა საქართველომ წინასაარჩევნო კლიპი – "აღარ მოეკიდო გაგებით" წარადგინა, რომლის ილუსტრირებულ პლაკატებსაც პარტია თბილისის ქუჩებში აკრავდა.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.