არჩევნები 2021

ჯაფარიძე: მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ქვეყანას კოალიციური მთავრობა ეყოლება

ჩვენ გვჯერა, რომ 2 ოქტომბერს, ფაქტობრივად, დასრულდება ქართული ოცნების მმართველობა ამ ქვეყანაში და ძალაუფლებას გადმოვიბარებთ ჩვენ. ამ ქვეყანაში მომავალ წელს ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, საპარლამენტი არჩევნებს ვგულისხმობ და ამ ქვეყანას ეყოლება პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში კოალიციური მთავრობა, რომლის ნაწილი ვიქნებით ჩვენ და სხვა ოპოზიციური პარტიები. 

ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვინდა, ჩვენ გვინდა კოალიციური მთავრობა, ნამდვილი სასამართლო და, საბოლოო ჯამში, გვინდა მდიდარი და ნატოს წევრი უსაფრთხო ქვეყანა. ეს არის ის, რაზეც, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტია არის შეთანხმებული და საკამათო არაფერი არ არის. არის უამრავი წვრილმანი დეტალი, რაზეც შეთანხმება მომავალში მოხდება, მაგრამ პრინციპულად, გეზი, საით უნდა წავიდეს ეს ქვეყანა, ჩვენ უკვე შეთანხმებული გავქვს. ერთადერთი, რაც დარჩა, 2 ოქტომბერს მოქალაქეების მისვლაა საარჩევნო უბნებთან და ამ შედეგის გაფორმება.

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები