არჩევნები 2021

ბოკერია: ხელმისაწვდომ მანძილზე გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის უზარმაზარი ხიფათის აცილება

დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს ყველა ზომის ოპოზიციურ პარტიას დღეს, რომელიც არის თავისუფალ სამყაროზე, დასავლურ ორიენტაციაზე, ჩვენი საზოგადოების არჩევანზე დაყრდნობილი, რომ შემდგომში შეძლოს ეფექტური კოალიციური მმართველობა და იმ ცვლილებების განხორციელება, რომლებიც აუცილებელია იმ უზარმაზარი ზიანის შემდეგ, რომელიც მივიღეთ ამ წლების განმავლობაში. ჩვენ კიდევ წინ გველის ბევრი ზიანი და მავნებლობა ივანიშვილის რეჟიმის ამოსაქაჩად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი მოქალაქეების რწმენა საკუთარ თავში, საკუთარ საზოგადოებაში, საკუთარ ქვეყანაში და ჩვენს ისტორიულ არჩევანში. ამას მეუბნება ეს კვლევაც, რომ ჩვენ ხელმისაწვდომ მანძილზე გვაქვს უზარმაზარი ხიფათის აცილება, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის შიგნით და გარეთ ახორციელებს, რასაც პუტინის რუსეთი ჰქვია და უზნეობის ნიაღვარი ჰქვია. ჩვენ ხელმისაწვდომ დისტანციაზე გვაქვს.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მთავარი არხის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს.

კომენტარები