ნიკოლას კეიჯი

მთვრალი ნიკოლას კეიჯი რესტორანიდან დაცვამ გააძევა - [VIDEO]

მთვრალი ნიკოლას კეიჯი დაცვამ რესტორნიდან გააძევა. ინციდენტი ლას-ვეგასში Lawry’s Prime Rib-ში მოხდა. თვითმხილველების თქმით ოსკაროსანი მსახიობი აგრესიულად იქცეოდა.

"თავიდან ვერ ვიცანით, უსახლკარო გვეგონა. ძვირადღირებული ვისკი და რამდენიმე ჭიქა ტეკილა დალია, ძალიან დათვრა, აგრესიულად იქცეოდა, ხმაურობდა, ფეხშიშველი დარბოდა და რესტორანში მყოფებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ დაცვამ გარეთ გაიყვანა. დაბრუნება სცადა, მაგრამ ადმინისტრატორმა აღარ შემოუშვა, მე და ჩემ მეგობრებს მასთან სახლში წასვლა და დროსტარების გაგრძელება შემოგვთავაზა, მაგრამ ისეთ ცუდ დღეში იყო, უარი ვუთხარით. სახლში რესტორნის მუდმივმა მომხმარებელმა მშვიდობით მიიყვანა". – ამბობს თვითმხილველი, რომელიც Lawry’s Prime Rib-ს სტუმრობდა.

კეიჯს ალკოჰოლთან პრობლემები ადრეც ჰქონდა. 2019 წელს მსახიობმა ლას-ვეგასში ცოლი მოიყვანა, რომელთანაც ოთხ დღეში განქორწინდა. კეიჯის თქმით ისეთი მთვრალი იყო, რომ ქორწილი საერთოდ არ ახსოვდა. 

ნიკოლას კეიჯის სამსახიობო კარიერა 80-იან წლებში დაიწყო. 90-იან წლებში იყო ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი. მიღებული აქვს ოსკარი 1996 წელს გამოსული ფილმისთვის, Leaving Las Vegas, რომელშიც კეიჯი ლას-ვეგასში ჩასულ ალკოჰოლიკ სცენარისტს თამაშობს. არის არაერთი ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოს ნომინანტი. 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან დღემდე ფინანსური პრობლემების გამო სულ უფრო ხშირად თამაშობს B კატეგორიის ფილმებში. 

წყარო: Fox News

კომენტარები