ნიკოლას კეიჯი

ახალ სერიალში ნიკოლას კეიჯი ვეფხვების მეფეს განასახიერებს

Entertainment Weekly

ოსკაროსანი მსახიობი ნიკოლას კეიჯი მომავალ სერიალში ზოოპარკის მფლობელს ჯო ეგზოტიკს განასახიერებს.

ჯო ეგზოტიკი იგივე ვეფხვების მეფე მსოფლიომ Netflix-ის დოკუმენტური სერიალიდან Tiger King:Murder, Mayhem and Madness გაიცნო. მიმდინარე წლის მარტში გამოსული შოუ ნამდვილი სენსაცია გახდა, რომელსაც ინტერნეტში მიმების, ვაინების და ჩელენჯების მთელი სერია მოჰყვა. 

მთავარი გმირი კერძო ზოოპარკის ექსტრავაგანტული მფლობელი ჯო ეგზოტიკია, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტობაზე და ოკლაჰომას გუბერნატორობაზე იყარა კენჭი. 2019 წელს ეგზოტიკის წინააღმდეგ ფედერალურმა ბიურომ საქმე აღძრა, მას ცხოველთა დამცველის მკვლელობის დაკვეთაში ედებოდა ბრალი. 

მომავალ პროექტს არხი CBS უხელმძღვანელებს, ნიკოლას კეიჯისთვის ეს პირველი სატელევიზიო როლია.

კომენტარები