კორონავირუსი

WHO-მ COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი, RONAPREVE დაამტკიცა

Ronapreve / REGEN-COV
ფოტო: The Guardian

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ  Regeneron-ისა და Roche-ის წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო, სამკურნალო პრეპარატი, Ronapreve-ი დაამტკიცა (აშშ-ში ამ პრეპარატს REGEN-COV-ის სახელით იცნობენ, დანარჩენ მსოფლიოში Ronapreve-ის). ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, პრეპარატი ხელს უშლის ვირუსის სხვა უჯრედებში გავრცელებას და მწვავე ფორმებში გადასვლას, შესაბამისად, ამცირებს COVID-19-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკებს. 

პრეპარატი რეკომენდირებულია მხოლოდ კონკრეტული პაციენტებისთვის - მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ან COVID-19-ის გართულებული ფორმით ინფიცირების  რისკის ქვეშ არიან.

იაპონია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გასულ ივლისში პრეპარატი მოიხმარა. ევროკავშირმა, აშშ-მ, ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, კანადამ, ინდოეთმა ასევე დაამტკიცეს Ronapreve-ის კომბინაცია გადაუდებელი გამოყენებისთვის.

კომენტარები