არჩევნები 2021

სარჯველაძე: ჰარცელს, მელიას და ჯაფარიძეს რა როლი აქვთ სპექტაკლში, ერთმანეთში არკვიონ

ამას ნუ შევაფასებთ, როგორც ორი მხარის დაპირისპირებას, ეს იყო თავიდან ბოლომდე ერთი მსახიობის თეატრ. ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში - ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას და ა.შ. ეს ადგნენ და ერთმანეთში არკვიონ, მაგრამ ის ამაზრზენი ქცევები, რომელსაც გვთავაზობენ, ამის პოპულარიზებას ეწევიან, იმის ნაცვლად, რომ გამოვიდნენ და თქვან პირდაპირ, რომ მელიამ რაც იკადრა, არის წარმოუდგენელი რამ, ამის ნაცვლად ალტერნატიულ ვერსიებს და ალტერნატიულ საყურადღებო ცენტრებს ქმნიან.  

[ჰარცელი] უნდა გამოვიდეს და უნდა უთხრას - მელია, გაჩერდი და ასეთ ქცევებს ნუ ახორციელებ, დამთავრდა, რაღად უნდა ამას შემდეგ რაღაც ინიციატივები. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ენმ-ის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირისპირებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან.

კომენტარები