ეკატერინე გორგოძე

ეკატერინე გორგოძე ვალენსიის ტურნირის ფინალშია

Croco

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე მეწყვილე ლაურა პიგოსისთან ერთად ვალენსიის ტურნირის ფინალს ითამაშებს.

ესპანეთის ქალაქში მიმდინარე ITF ტურნირი 80 ქულით ფასდება. გორგოძე წყვილთა ტურნირის მიყოლებით მესამე ფინალს თამაშობს, განვლილი ორი ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ფინალში გორგოძე და პიგოსი ესპანურ-ვენესუელურ წყვილს, ალიონა ბოლსოვა-ზადოინოვსა და ანდრეა გამისს დაუპირისპირდებიან. 

ეკატერინე გორგოძე პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც WTA რეიტინგში ამჟამად 108-ე ადგილს იკავებს, მისი მეწყვილე ბრაზილიელი ლორა პიგოსი 209-ე ჩოგანია.

შეხვედრა 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები