ფარული მოსმენა

კობახიძე მასალებზე: 3-4 ეპიზოდი, რომელიც მე მიკავშირდებოდა, ის ფაქტები ბუნებაში არსებობდა

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სუს-ის ფაილებტან დაკავშირებით ამბობს, რომ გავრცელებული რამდენიმე ეპიზოდი რომელშიც ფიგურირებს, რეალურია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. 

"იყო ჩემთანაც დაკავშირებული გარკვეული დეტალები, ჩემი სამი თუ ოთხი ეპიზოდი, რომელიც მე მიკავშირდებოდა და ის ფაქტები ბუნებაში არსებობდა. მე გამიჭირდება სამი წლის თავზე იმის თქმა, სატელეფონო საუბარი იყო თუ რა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო მოპოვებული, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოვლენები არსებობდა ბუნებაში. საერთოდ არ ვიცი, რა წყაროთი შეიძლება ეს ინფორმაცია მოპოვებული იყოს, მაგრამ ეს ფაქტები მე მახსოვს. ერთი საინტერესო დეტალიც არის, რომ იყო ჩემთან დაკავშირებული ეპიზოდები, მაგრამ გახარიასთან დაკავშირებით არც ერთი ასეთი ფურცელი არ არსებობს".- ამბობს ირაკლი კობახიძე. 

13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები