არჩევნები 2021

ბოკერია: მე ნიკა მელიასავით არ მოვიქცეოდი, თუმცა ყველაფერი უნდა ჩავსვათ კონტექსტში

მე ასე არ მოვიქცეოდი. მე არ ვარ მომხრე ასეთ რეჟიმთანაც კი ამ ტიპის ჟესტების, თუმცა ყველაფერი უნდა ჩავსვათ კონტექსტში. როცა ასეთი რაღაცები ხდება [დმანისის ინციდენტი] და მერე გვესმის პროპაგანდა ყველასი და კობახიძე ამ პროპაგანდის გამორჩეულად სამარცხვინო წარმომადგენელია, რომ მსხვერპლს ან მის პოლიტიკურ ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში მელიას პოლიტიკურ პარტიას აბრალებს ამბავს, რომელიც ჩადენილია აშკარად მმართველი გუნდის საარჩევნო მანქანის წარმომადგენლების მხრიდან, თავი რომ დავანებოთ წარსულ შემთხვევებს, ყველას, რომელიც გვიდასტურებს დაუსჯელობას. ამის მერე როცა ასეთი ცინიკური განცხადებები გვესმის, მსხვერპლს რომ ადანაშაულებ, ზოგჯერ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ნერვებმა უმტყუნოს პოლიტიკოსს, მაგრამ არ უნდა უმტყუნოს.

მე ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში თუ რამე არის პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ის კონტექსტი და ის ფონი, რაზეც ვისაუბრე და არა რომელიმე პოლიტიკოსის, რომელსაც მე მხარს ვუჭერ ამ შემთხვევაში. ჩემთვის, ჩემი აზრით, შეუფერებელი საქციელია. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, რადიო თავისუფლების ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ენმ-ის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირისპირებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან

კომენტარები