დმანისი

სარჯველაძე დმანისზე: სიტყვა თავდასხმა არასწორია, იქ საუბარია ძალადობის პროვოცირებაზე

სიტყვა თავდასხმა, მე ვფიქრობ რომ არასწორად არის გამოყენებული. იმიტომ რომ იქ საუბარი იყო პროვოცირებაზე სამართალდარღვევის, ძალადობის პროვოცირებაზე და ა.შ. თავდასხმა არის ცოტა სხვა ვითარება და სხვა შემთხვევა. ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე. დმანისში ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს - ენმ-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ დაუთაშვილი და მისი შვილი მონაწილეობდნენ. 22 სექტემბერს, შსს-მ მიხეილ დათუაშვილის შვილი, დავით დათუაშვილი დააკავა

კომენტარები