პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო დმანისში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. ამასთან ერთად, ჩვენ ამომრჩეველს არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების ნაცვლად, ნაციონალური მოძრაობა ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მოსახლეობის პროვოცირება. ჩვენ ხელვაჩაურში შევძელით ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან არიდება, როცა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენს კანდიდატთან და ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას, სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია თავიდან ვერ ავიცილეთ.
tbl.ge/5p1t
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე. დმანისში ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს - ენმ-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ დაუთაშვილი და მისი შვილი მონაწილეობდნენ. 22 სექტემბერს, შსს-მ მიხეილ დათუაშვილის შვილი, დავით დათუაშვილი დააკავა.
ამავე თემაზე
- დმანისთან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- ქორწინების იძულებისა და შვილის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის გამო კაცი დავაკავეთ – შსს
- NGO-ები რამაზანოვზე: ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების დასაცავად
- დმანისში ოპოზიციონერ დეპუტატს ვერ პოულობენ
- სარჯველაძე დმანისზე: სიტყვა თავდასხმა არასწორია, იქ საუბარია ძალადობის პროვოცირებაზე