დმანისი

ბოკუჩავა დმანისზე: ხელისუფლება მწვანე შუქს აძლევს მსგავს ძალადობრივ მოქმედებებს

როდესაც ხელისუფლება პირდაპირ ახალისებს ძალადობას, ეს შემდეგ ითარგმნება არამხოლოდ პოსტერებში, რიტორიკაში და გამონათქვამებში, არამედ კონკრეტულ მოქმედებებში. იმიტომ რომ ისინი პირდაპირ სანქცირებას ახდენენ, მწვანე შუქს აძლევენ მსგავს ძალადობრივ მოქმედებებს. თავად ქართული ოცნების წევრები, მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი ერთ შემთხვევაში, მეორეში პროპორციული სიის კანდიდატის მამა, უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივ მოქმედებებში, რაც, რა თქმა უნდა, ავლენს ქართული ოცნების საარჩევნო სტრატეგიას, რაც მდგომარეობს ძალადობაში, დაპირისპირებასა და ზიზღში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, TV პირველის ეთერში. დმანისში ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს - ენმ-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ დაუთაშვილი და მისი შვილი მონაწილეობდნენ. 22 სექტემბერს, შსს-მ მიხეილ დათუაშვილის შვილი, დავით დათუაშვილი დააკავა

კომენტარები