დმანისი

კობახიძე დმანისზე: რა პასუხისმგებლობა ავიღო, ვიღაც დეგენერატმა დაჭრა, მედიამ უნდა აიღოს

Irakli Kobakhidze / Facebook

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დმანისში აქტივისტების დაჭრას ეხმაურება და პასუხისმგებლობას მედიას აკისრებს. კობახიძე პირს, რომელმაც ოპოზიციის მხარდამჭერი დაჭრა, "დეგენერატს" უწოდებს.

"რაც მოხდა დმანისში, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, არავითარი გამართლება არ აქვს და სრულიად მიუღებელია. პასუხისმგებლობას ამაზე აიღებენ პირები, რომლებიც არიან დამნაშავეები ამ ყველაფერში. როდესაც ადგილი აქვს ექსცესს, და ეს ინციდენტი იყო ექსცესი, ასეთ დროს ეს არის კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა. მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, კაცმა დაჭრა, დეგენერატმა ვიღაც კაცი. 

პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ იმ მუდმივ სიძულვილზე, ძალადობაზე, ბოროტებაზე, რაც ყოველდღიურად გადმოედინება თქვენი ტელეარხებიდან". – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ, ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენეს.   

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო - უწყებაში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.  

კომენტარები