არჩევნები 2021

ბოკერია: ქვეყნის დეოკუპაცია შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ამ ჭაობიდან გაღწევით

ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ეთნიკური წმენდის შეტრიალება და რუსული საფრთხის განეიტრალება ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია მხოლოდ არაოკუპირებული საქართველოს ამ ჭაობიდან გაღწევით, ნატოში ინტეგრაციით და აშშ-სთან მყარი უსაფრთხოების თანამშრომლობის დამყარებით. რა მომენტშიც, არაოკუპირებული საქართველო  იქნება წვდომის მიღმა, ან მინიმუმ, აგრესიის თვალსაზრისით, პუტინის რუსეთისთვის მიუწვდომელი,  მაგ მომენტში გაჩნდება შანსები იმის, რომ  მოხდეს დეოკუპაცია და რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის დასუსტება, რაც ჩვენი და თავისუფალი სამყაროს სტრატეგიული ამოცანა არის თავისუფლების დასაცავად მთელს მსოფლიოში, როგორც კი ეს მოხდება, იქნება შესაძლებლობა მიზნის მიღწევის, იქამდე კი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არაოკუპირებულმა საქართველომ ამ ჭაობს გააღწიოს. გააღწიოს იმ საფრთხეებს, რომლებსაც ივანიშვილის რეჟიმი გვიქმნის აქ, შიგნით.

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის თანამოაზრეების ჯგუფში გაშვებულ LIVE-ში მხარდამჭერის კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები