დროა

ქუთელია: პრობლემები არ მოგვარდება, თუ ქვეყანა დარჩა იმ ტრაექტორიაზე, რაზეც დღეს ვართ

რასაც ჩვენ და მე პირადად ჩემს ამომრჩეველს გთხოვთ, არის პირადი სიმხნევე, ყოველდღიური შრომა და ყოველდღე ნაბიჯების გადადგმა საერთო მიზნისკენ. რასაც მე გპირდებით, არის ყოველდღიური ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში ჩვენი ქალაქის პრობლემების მოგვარებით და იმ ამოცანების გადაჭრით, რაც უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური ყოფითი პრობლემები. ეს პრობლემები არ მოგვარდება, თუ ქვეყანა დარჩა იმ ტრაექტორიაზე, რაზეც დღეს ვართ. ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა გავიფუჭეთ, საზოგადოება გახლეჩილია, წარმოუდგენელია ასე წარმატებული ქვეყნის აშენება. შეიძლება, ჩვენი არჩევანი თავისუფალ სამყაროსთან ერთად ყოფნისა დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ამ მომავლის მშენებლობაში, ბუნებრივია, ყველას ჩვენ-ჩვენი წვლილი გვაქვს. 

სიმამაცე არის ის, რაც დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს მოგვაგებინებს, შეგვაცვლევინებს ქვეყნის არასწორი მიმართულებით სვლას და დავუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე დღიდანვე ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ გაჩნდება ოპტიმიზმი და რწმენას ჩვენი თავის და ჩვენი სახელმწიფოსი. 

თქვა წარდგენისას დროას პოლიტსაბჭოს წევრმა, 4 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ბათუ ქუთელიამ. 

კომენტარები