ევროპული საქართველო

ნონიაშვილი: მოვუწოდებთ იმედს, შეასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება და გაუშვან ჩვენი რეკლამა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა და ჩუღურეთის მაჟორიტარობის შეთანხმებულმა კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა ბრიფინგზე ტელეკომპანია იმედის მიერ ევროპული საქართველოს უფასო პოლიტიკური რეკლამის უკანონოდ დაბლოკვის შესახებ ისაუბრა.

ნონიაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ტვ იმედს, გაუშვას ევროპული საქართველოს უფასო პოლიტიკური რეკლამა, მას შემდეგ, რაც კომუნიკაციის მარეგილირებელმა კომისიამ სამართალდარღვევად სცნო ტელეკომპანია იმედის მიერ პარტიის რეკლამის დაბლოკვა.

"ტელეკომპანია კვლავ არ უშვებს ჩვენ არცერთ უფასო პოლიტიკურ რეკლამას. ჩვენ ჯერ პირველი უფასო პოლიტიკური რეკლამა წარვუდგინეთ, შემდეგ მეორე, თუმცა არცერთ მათგანს ტელეკომპანია იმედი არ უშვებს. არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნებისა და ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში სასამართლოსა და მარეგულირებელ კომისიას მოუწია, იმდენად ცხადი იყო სამართალდაღრვევა, ეცნო ტელეკომპანია იმედის ბრალი. მიუხედავად ამისა, იმედი მაინც უტიფრად არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებებს". – თქვა ნონიაშვილმა

ნონიაშვილის თქმით, პარტია ვარაუდობს, რომ ტვ იმედს სტრატეგიულად აწყობს რეკლამის დაბლოკვა და დაკისრებული ჯარიმის გადახდა, რადგან ეს ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

"მათ შორის გამოკვეთილად ჩვენი აზრით ერთ-ერთი პასაჟი, რომელიც არის
ცნობილი ფოტო-სურათი ჰონეკერისა და ბრეჟნევის შანსი, ამ შემთხვევაშიპუტინი და ივანიშვილი როგორ კოცნიან ერთმანეთს. სწორედ აქედან გამომდინარე არ აჩვენებს იმედი ეთერში. ეს ნათლად აჩვენებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენად დამაზიანებლად მოქმედებს ხელისუფლება და მათთან აფილირებული მედიასაშუალებები პოლიტიკური ოპონენტებისადმი, რამდენად ცდილობენ მათ დაზიანებას". – ამბობს ნონიაშვილი

ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკაიმედი ამტკიცებდა, რომ რეკლამას ეთერში "სიძულვილის ენის" გამო არ გაუშვებდნენ. 

"ტელეკომპანია პირველი სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. 

პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმედის ეთერში გასვლისათვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის ევროპული საქართველო. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს ევროპულ საქართველოს. ტელეიმედის საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა". - ამბობდნენ ტელეკომოანია იმედში

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პარტია ევროპული საქართველოს საჩივარი ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ. იმედის მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი.

კომუნიკაციების კომისიის თქმით ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს.

ასევე, სასამართლომ დააკმაყოფილა ევროპული საქართველოს სარჩელი ტვ იმედის წინააღმდეგ უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვის შესახებ და ტელეარხს 5000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

კომენტარები