ფარული მოსმენები

ღარიბაშვილი მასალებზე: თუ შენი ქვეყანა გიყვარს, 2 კვირის გამო მისი იმიჯი არ უნდა დააზიანო

მე მინდა ვთქვა, რომ არჩევნები ძალიან მალე დასრულდება. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს კაპმანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის წინააღმდეგ, მთავრობის წინააღმდეგ და ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ, ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ. ქვეყანა არ უყვართ, რადგან თუ ქვეყანა გიყვარს და უფრთხილდები შენს ქვეყანას, რაღაც 2 კვირის გამო არ უნდა დააზიანო შენი ქვეყნის იმიჯი და ინტერესები.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე.

კომენტარები