თბილისის მერია

თბილისის მერია ვაკის პარკის სარეაბილიტაციოდ 13.5-მილიონიან ტენდერს აცხადებს

ვაკის პარკი

ქალაქ თბილისის მერია ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 13.5 მილიონ ლარს გამოყოფს. 

13 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოები, დაახლოებით, ორ წელიწადში უნდა დასრულდეს. 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, შესრულებული სამუშაოების, მათ შორის დეკორატიული სანათი ნათურების გარანტია მომდევნო ორი წლის განმავლობაში უზრუნველყოს.

ხელშეკურლების პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ბეტონის ქარხანა და 2017 წლიდან დღემდე უნდა ჰქონდეს, დაახლოებით, 13 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება და შესაბამისი დოკუმენტაცია.

ანგარიშსწორება ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად განხორციელდება:
2021 წელს – 3 000 000 ლარი; 
2022 წელს – 7 841 854 ლარი; 
2023 წელს – 2 610 352 ლარი. 
 

კომენტარები