კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, ყველა მაჩვენებელი მიდის დამშვიდებისკენ

გრძელდება სტაბილიზაციისკენ სცვლა, უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, ყველა მაჩვენებელი – ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის პროცენტი, რეპროდუქციის ინდექსი, ასევე ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობა, მართალია, ჯერ კიდევ ბევრია, რა თქმა უნდა 48 მაღალია, მაგრამ აღარაა 60-70-80, ანუ ყველა ეს მაჩვენებელი მიდის დამშვიდებისკენ.

ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურ სვლას გაუჯობესებისკენ. არაფერი თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც არის და უფრო გავამკაცროთ.

ამბობს დაავადათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები