ფარული მოსმენები

მეუფე ნიკოლოზი, სავარაუდოდ, სუს-ის ფაილში ნახსენებ დანილინასთან კომუნიკაციას ადასტურებს

პალიტრანიუსი/კადრი ვიდეოდან

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ტაბულასთან საუბარში ადასტურებს, რომ, სავარაუდოდ, სუს-ის ფაილში ნახსენებ ლოლიტა დანილინასთან კომუნიკაცია ჰქონდა.   

ტელეკომპანია პირველის ინფრომაციით, გავრცელებულ ფაილებში, წერია, რომ მეუფე ნიკოლოზი რუსეთის მოქალაქეს ინფორმაციას ფულის სანაცვლოდ აწვდიდა.   

"ეს კონკრეტული ამბავი პირველად მესმის თქვენგან, თორემ რაღაც ფაილები რომ გვარცელდა, გავიდა. რუსეთში ბევრი [მეგობარი] მყავს, მათშორის, ეგ ადამიანი. ადრე იყო, ყოველ შემთხვევაში". - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

კითხვაზე, უსაუბრია თუ არა დანილინასთან ლუგარის ლაბორატორიაზე მეუფე ნიკოლოზი პასუხობს: 

"იცით რაშია საქმე? მეგობართან არც მახსოვს, ვისთან რაზე ვლაპარაკობ, ლაპარაკით ყველასთან ყველაფერზე ვლაპარაკობ, მე, საერთოდ, თქვენთანაც ვლაპარაკობ ახლა, მაგრამ ასე ვერ გეტყვით კონკრეტულად.რა თქმა უნდა, ყველასთან მისაუბრია ყველაფერზე, მაგრამ კონკრეტულად ვერ დაგიდასტურებთ. 2012 წლიდან გვაიდა თითქმის 10 წელი და კონკრეტულად ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს. მაგ დროს მეგობარი ნამდვილად იყო". - ამბობს ის ტაბულასთან

მედიის ცნობით, ფაილები, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. შესაძლოა, ეს სუს-ის მოსმენების ამსახველი დოკუმენტები იყოს. 

"განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნ.ფაჩუაშვილის მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, ლოლიტა ვლადიმერის ასული დანილინა. მათი შეხვედრები ხორციელდება როგორც ფაჩუაშილის ვიზიტისას მოსკოვში, ასევე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფაჩუაშვილი ხ. გოგორიშვილისგან და ხ.ოჩიაურისგან, ასევე, მ. მაჭავარიანისგან მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა დანილინას. არაერთგზის დაფიქსირდა დანილინას საეჭვი ინტერესები საქართველოში არსებული პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ.  

კერძოდ, ფაჩუაშვილმა 2013 წლის აგვისტოს თვეში ინტერნეტის საშუალებით დანილინას გადაუგზავნა ინფორმაცია თბილისში, კახეთის გზატკეცილი N16-ში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ, სადაც 2013 წელს შემოწმების მიზნით იმყოფებოდა რუსული დელეგაცია გენადი ონიშენკოს წარმომადგენლების თანხლებით. მიტროპოლიტი დანილინას უგროვებდა ინფორმაციებს და ინტერნეტ პროგრამა სკაიპის მეშვეობით აწვდიდა მას". - წერია დოკუმენტში ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით. 

კომენტარები