MTV VMA

ჯასტინ ბიბერი, ოლივია როდრიგო, ბილი აილიში – MTV VMA-ს გამარჯვებულები ცნობილია

EW

2021 წლის MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია. 1984 წლიდან მოყოლებული VMA ყოველწლიურად საუკეთესო მუსიკალურ ვიდეოკლიპებს აჯილდოებს. 

წლევანდელი დაჯილდოების მთავარი გმირები ჯასტინ ბიბერი, ოლივია როდრიგო და ქეი პოპ ბენდი BTS გახდნენ. ჩამოთვლილმა არტისტებმა ერთზე მეტი ჯილდო მიიღეს.

MTV VMA-ს 38-ე დაჯილდოების მთავარ კატეგორიებში გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ჯგუფი – BTS

საუკეთესო ვიდეოკლიპი – Lil Nas X - Montero

წლის შემსრულებელი – ჯასტინ ბიბერი

წლის სიმღერა – ოლივია როდრიგო - Drivers License

საუკეთესო ახალი არტისტი – ოლივია როდრიგო

საუკეთესო დუეტი – Doja Cat ft. SZA - Kiss Me More

საუკეთესო პოპი – ჯასტინ ბიბერი - Peaches

საუკეთესო ჰიპ-ჰოპი – ტრევის სკოტი - Franchise

საუკეთესო როკი – ჯონ მეიერი - Last Train Home

2021 წლის MTV VMA-ს დაჯილდოების ყველა გამარჯვებულის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

კომენტარები