არჩევნები 2021

ვაშაძე: 43%-ის გადალხვა-არგადალახვა ახალ ვითარებას შექმნის, ოცნებაშიც რღვევები იქნება

გარანტირებულად რაც შემიძლია გითხრათ, მესამე ძალა, ჩვენც ხომ კოალიცია ვართ პოლიტიკური სუბიექტების და ასე შემდეგ, მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ ძალასთან ორი პოლუსის – ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის გარეთ. დანარჩენი, იმის იქით რას ვითანამშრომლებ ერთ პოლუსთან, თუ არ ვითანამშრომლებ, ამას გამოაჩენს არჩევნები. ჩვენ ასე ვართ შეთანხმებულები.

43%-ის გადალახვა-არგადალახვა, ჩემი აზრით, სრულიად ახალ პოლიტიკურ ვითარებას შექმნის ქვეყენაში. მე მგონია, რომ, მათ შორის, ქართულ ოცნებაშიც რღვევები იქნება თუ ვერ გადალახეს 43%, და მგონია, რომ აბსოლუტურად სხვა ვითარება გვექნება. ერთ რამეს ვიტყვი გულწრფელად – სადაც საქმეა, ყველაფერში მონაწილეობას მივიღებთ.

თქვა პოლიტიკური პლატფორმა მესამე ძალის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში.

კომენტარები