არჩევნები 2021

ნონიაშვილი: ვემზადებით, რომ ეს ქვეყანა კოალიციურმა მთავრობამ მართოს დემოკრატიული წესებით

ადამიანებს აჯერებენ, რომ საერთო ოპოზიციური ფლანგი ემზადება დესტრუქციისთვის არჩევნების მეორე დღეს და არა ბატონებო, სინამდვილეში ეგ ეგრე არ არის, ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს ამ ქვეყანაში, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ვემზადებით იმისთვის, რომ კოალიციური ხელისუფლება არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიული წესებით მართავს და ადამიანებს ერთმანეთს კი არ შეაძულებს, პირიქით, თანამშრომლობაზე და ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე იქნება ორიენტირებული. 

ამბობს ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი და ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ნონიაშვილი. 

კომენტარები