არჩევნები 2021

ხოშტარია: ჩვენი ამოცანა ისეთი ცვლილებაა, რომ სააკაშვილი თუ სხვა დომინაციით არ დაბრუნდეს

აბსულოტურად მისი [სააკაშვილის] გადასაწყვეტია, როდის ჩამოვა, როგორ ჩამოვა, რა იქნება... ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა არის ჩვენი ამოცანა - ჩვენი ამოცანაა დღევანდელი სტატუს-კვოს შეცვლა, ამ ხელისუფლების შეცვლა, ოღონდ შეცვლა ისე, რომ არავინ - იქნება ეს სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, დომინაციით ქვეყნის მმართველობაში არ დაბრუნდეს.  

მიხეილ სააკაშვილს ჰყავს საკმაოდ ბევრი თავისი ამომრჩეველი, არის ამომრჩეველი, რომელიც უკიდეგანოდ არ იღებს სააკაშვილს. სხვა პარტიებს თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ. ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ამოცანა, რომელიც კენჭს იყრის ამ არჩევნებზე, არის, რომ აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანი, როგორიც უნდა. 

ამბობს დროას ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებზე დაბრუნდება.

კომენტარები