კაილი ჯენერი

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი მეორე შვილს ელოდებიან

Life & Style

მოდელი კაილი ჯენერი და ჰიპ ჰოპ არტისტი ტრევის სკოტი მეორე შვილს ელოდებიან. ახალი ამბავი კარდაშიანების ოჯახის წარმომადგენელმა თაყვანისმცემლებს Instagram-ში გამოქვეყნებული ვიდეოთი ამცნო.

ვიდეოში თანმიმდევრულად არის ნაჩვენები მოვლენები წყვილის ცხოვრებაში, რომელიც მეორე ორსულობას უკავშირდება. მომავალი მშობლების გარდა ვიდეოში ჩანან კაილი დედა კრის ჯენერი და წყვილის უფროსი შვილი სთორმი.

ჯენერმა და სკოტმა ურთერთობა 2017 წელს დაიწყეს. 2018 წელს წყვილს პირველი შვილი შეეძინათ.

კომენტარები