კაილი ჯენერი

კაილი ჯენერმა თავისი კოსმეტიკური კომპანიის 51% 600 მილიონ დოლარად გაყიდა

getty images

კაილი ჯენერმა თავისი კოსმეტიკური კომპანიის "Kylie Cosmetics"-ის 51% კონგლომერატ Coty-ის 600 მილიონ დოლარად მიყიდა.

Coty კონგლომერატია, რომელიც კოსმეტიკურ ბრენდებს - CoverGirl, OPI, Rimmel, Sally Hansen - აერთიანებს.

"მე ძალიან მიხარია პარტნიორობა Coty-სთან, ეს მომცემს საშუალებას მივწვდე Kylie Cosmetics-ის და Kylie Skin-ის უფრო მეტ გულშემატკივარს. ვაპირებ გავაგრძელო კრეატიული და ინოვაციური კოლექციების შექმნა, ისეთების როგორსაც ჩემი ფანები ელოდებიან. ეს პარტნიორობა მე და ჩემს გუნდს საშუალებას მოგვცემს ვფოკუსირდეთ თითოეული პროდუქტის შექმნასა და განვითარებაზე, სანამ პარალელურად ბრენდი აშენდება როგორც სილამაზის საერთაშორისო სახლი", - თქვა კაილი ჯენერმა.

კაილი ჯენერს "Kylie Cosmetics" მნიშვნელოვნად დაეხმარა იმაში, რომ ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი გამხდარიყო, რომელმაც მილიარდი თავისით იშოვა.

კაილი ჯენერი 18 წლის იყო, როდესაც კომპანია დაარსა. თავდაპირველად მას Kylie Lip Kits ერქვა, შემდეგ კი 2016 წელს Kylie Cosmeticts დაერქვა. შექმნიდან სამ წელიწადში, 2018 წელს ჟურნალ ფორბსის მიხედვით კომპანიის ღირებულება უკვე 800 მილიონი დოლარი იყო.

კომენტარები