არჩევნები 2021

შელია: სასამართლომ არჩევნების წინ განაახლა ჩემ წინააღმდეგ ერთი წლის წინ აგორებული საქმე

სასამართლო ჩამინიშნეს!
ერთი წელია თაროზე აქვთ შემოდებული საქმე და ეხლა გამოიტანეს...
ძალადობას მტენიან... მოძალადე და ნაძირალაზე ძალადობაში მდებენ ბრალს...
საქმეში რომ ჩაიხედავთ კარგად ჩანს ვინცაა.
 
მიუხედავად ყველაფრისა ამნისტია რომ გამოვიდა, ამ მუხლს ეხებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი იქნებოდა თანახმა... მორალურად მოგებული გამოდიოდა საქმეში და უარი თქვა
გაგანია პანდემიის დროს, მაშინ როცა ყველა გამოკეტილები ვიყავით, ჩვენი პარტიის ახალგაზრდებმა აქტივისტობა გადაწყვიტეს, წითელ ჯვარში გაწევრიანდნენ და უმწეოებთან საკვები დაჰქონდათ,
დახურულ ჯგუფში ამ ნაძირალას მოხალისე ბავშვის რაღაც პოსტი არ მოეწონა, ჯერ ჯგუფში ღიად დაემუქრა, შემდეგ მეორე დღეს წითელი ჯვრის ოფისთან ვითომ შემთხვევით დახვდა, ცემა და რკინის ხელჯოხით სდია.
ამან რომ ოთახში შეასწრო, გინებით აიკლო შენობა და წავიდა.
ბავშვებმა დამირეკეს გვიშველეო.
 
რომ ჩამოვედი ბინიდან და მიხსნიდნენ რა მოხდა, ისევ მოადგა მანქანით.
განმარტება რომ ვითხოვე, შეურაცხყოფით მიპასუხა და მცირე შეხლა შემოხლა მოყვა ამას.

სულ ეს იყო.... მეორე დღეს თავი მოიმკვდარუნა. საავადმყოფოში გაქანდა და მერე პოლიციაში განაცხადა ჩემზე იძალადესო. საქმე დაიწყეს, წინა არჩევნებზე ამიგორეს, არჩევნების შემდეგ თაროზე შემოდეს და ეხლა გაგანია არჩევნებზე გამოიტანეს. იცით რატომ? დიდი ალბათობით ვიგებ პირველ ოლქს პირველივე ტურში, ეტყობა კვლევაც ჩაატარეს და ეხლა ფიქრობენ რომ ჩემს დისკრედიტაციას შეძლებენ ამით...უფრო პირიქით იქნება ეგ ამბავი და მაგასაც ვნახავთ...
მორალურად და სამართლებრივად მართალი ვარ ამ საქმეში და ვნახოთ აბა.
წერს ევროპული საქართველოს ზუგდიდის ორგანიზაციის თავჯდომარე და ოპოზიციის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, ბათლომე შელია საკუთარ Facebook-ზე.

კომენტარები